LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ მესმის რატომ არ დააწესეს სანქციები… საქართველოში ელჩს დავაბრუნებთ, როგორც კი ვიგრძნობ ლიდერებისგან მხარდაჭერას: ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის არ ესმის საქართველოს ხელისუფლების ქცევა, თუ რატომ არ აწესებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.

„არ მესმის მათი [საქართველოს ხელისუფლების] ქცევა. მე არ ვარ მასწავლებელი, თქვენი [ქართველი] ლიდერები არ არიან მოსწავლეები. ისინი ზრდასრულები არიან. არ მესმის რატომ არ დააწესეს სანქციები. მე მოვისმინე გზავნილები, რომ მათ უნდა დაიცვან საკუთარი ეკონომიკა. რა ეკონომიკა? მათ [რუსებმა] უკვე წაიღეს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი“,- აცხადებს ზელენსკი.

მისივე თქმით, საქართველოში უკრაინის ელჩი დაბრუნდება მაშინ, როდესაც უკრაინელები საქართველოს ხელისუფლების ლიდერებისგან მხარდაჭერას იგრძნობენ.

„ჩვენ დავაბრუნებთ ელჩს საქართველოში, როგორც კი ვიგრძნობთ ხელისუფლების ლიდერების მხრიდან მხარდაჭერას“, – განაცხადა ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე.