„მე არ მეშინია პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრის. უბრალოდ არ მაქვს უფლება, მეშინოდეს“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა და განმარტა, რომ ნორმალურ ლიდერს არ უნდა ეშინოდეს, მაშინ როცა საქმე სახელმწიფოსა და დამოუკიდებლობას ეხება.
„მე არ მეშინია ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის. უბრალოდ არ მაქვს უფლება, მეშინოდეს, რადგან ჩვენ ხალხმა აჩვენა, რომ არაფრის ეშინია. მათ შიშველი ხელებით გააჩერეს ტანკები. როგორც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ეროვნულმა გვარდიამ. ხალხს ეშინია მათი შვილების გამო, დიახ. ამიტომ, ნორმალურ ლიდერს არ უნდა ეშინოდეს, როცა საქმე ჩვენს სახელმწიფოსა და დამოუკიდებლობას ეხება“, – განმარტა ზელენსკიმ.
ჟურნალისტის კითხვაზე, „კვლავ დაჟინებით მოითხოვს თუ არა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას და ფიქრობს თუ არა, რომ მოლაპარაკებები ომს დაასრულებს“, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ომის შეჩერება მხოლოდ მას შეუძლია, ვინც ის დაიწყო“. მისივე განცხადებით, ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანი სამხედრო გზასა და დიპლომატიურ გზას შორის, დიპლომატიას აირჩევდა.
