უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ უკრაინა ცის დახურვაზე NATO-სთან მოლაპარაკებებს აღარ აწარმოებს. ამის შესახებ მან „მედუზას“ ჟურნალისტს ცის დახურვასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
“არა, ეს დახურული კითხვაა. ჩვენ გვჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც უკვე გვაქვს და ჩვენ თვითონ დავხურავთ ცას”, – განაცხადა არესტოვიჩმა.
