“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ანა წითლიძე უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის დაკრძალვაზე მისულ უკრაინის თავდაცვის ატაშეს ფოტოს აქვეყნებს და წერს:
“ამაზე ამაღელვებელი არაფერი მინახავს.
ალიკა ცაავას დაკრძალვაზე, უკრაინულ სამხედრო ფორმაში, მარტო, გვირგვინით ხელში, უკრაინის დროშით, შემოვიდა. სამხედრო
პატივი მიაგო ალიკას და მადლობა გადაუხადა.
მარტო გამოვიდა და დიდი ხანი იდგა მარტო.
უკრაინის სამხედრო ატაშე აღმოჩნდა.
დიდება უკრაინას, დიდება გმირებს”, – წერს ანა წითლიძე.
