LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქალაქო საბჭოს ინფორმაციით, დღეს მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია იგეგემება

დღეს ქალაქ მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია იგეგემება. ინფომაციას საქალაქო საბჭო ავრცელებს.

„ოფიციალურად – დღეს შესაძლებელია მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მარიუპოლიდან ზაპოროჟიეში. ხალხის შეკრება მოხდება სავაჭრო ცენტრ „პორტ სიტისთან“ 16:00 საათზე“, – ნათქვამია საქალაქო საბჭოს განცხადებაში.

საბჭო მოუწოდებს ყველას, ვისაც მარიუპოლში ნათესავები ან ნაცნობები ჰყავს, რაიმე ფორმით დაუკავშირდნენ მათ და აცნობონ ევაკუაციის შესაძლებლობის შესახებ.