LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დმიტრო კულება ჯოზეფ ბორელს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემდეგ რაუნდზე ესაუბრა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება, ევროსაბჭოს უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელს ტელეფონით ესაუბრა რუსეთის წინააღმდეგ მომდევნო სანქციები, უკრაინისთვის ევროკავშირის სტატუსის მინიჭება და მარიუპოლის ევაკუაცია განიხილეს.

,,რუსეთისთვის, ევროკავშირის სანქციების შემდეგი რაუნდის შესახებ, რომელიც ნავთობის ემბარგოს უნდა მოიცავდეს, ჟოზეფ ბორელს ვესაუბრე. მე ასევე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ ცალკე ყურადღება მივანიჭეთ ალყაში მოქცეული მარიუპოლიდან შემდგომ მშვიდობიან ევაკუაციას”, – წერს კულება ტვიტერზე.