LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 1 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

გუშინდელი სავსემთვარეობის და მზის დაბნელების შემდეგ, არც დღევანდელი დღე იქნება მსუბუქი. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, არ ღირს გარისკვა და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღება.

ინტელექტის და კომუნიკაციის მმართველი პლანეტის – მერკურის 23 მაისამდე ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთის მხრივ, კომუნიკაბელურობას, გონებამახვილობას და იუმორის გრძნობას, ახალი ინფორმაციის მოძიების და იდეების განხორციელების სურვილს, მეორეს მხრივ, სულსწრაფობას, მერყეობას და შინაგან გაორებას, ზედაპირულობისა და ფლირტის, ილუზიებისა და ტყუილებისადმი მიდრეკილებას გააძლიერებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის შესაძენად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით და ბოსტნეულით, მოერიდეთ ზედმეტი სითხის მიღებას, ცხარე და მარილიანი კერძების მირთმევას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ყვითელი, კრემისფერი, თიხისფერი და ყავისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ქრიზოპრაზი, მარჯანი, გიშერი და ყვითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი,

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს და მერწყულს.