LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომის დაწყების დღიდან უკრაინაში ოკუპანტებმა 250-ზე მეტი კულტურული დაწესებულება დააზიანეს და გაანადგურეს – უკრაინის კულტურის მინისტრი

ომის დაწყების დღიდან უკრაინაში რუსი ოკუპანტების მიერ 250-ზე მეტი კულტურული დაწესებულებაა დაზიანებული და განადგურებული. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრი ალექსანდ ტკაჩენკო ავრცელებს.

„ჩვენ ვადგენთ ინფორმაციას იმ კულტურული დაწესებულებების შესახებ, რომლებიც დაზიანდა და განადგურდა საომარი მოქმედებების შედეგად. რამდენადაც მახსოვს, ასეთი დაწესებულება ახლა 250-ს აჭარბებს“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე განმარტებით, სამინისტრო უკვე მუშაობს იმაზე, რომ ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე მოხდეს ყველა შენობის აღდგენა.

„იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში ამის შესაძლებლობა გაჩნდება“, – განაცხადა მინისტრმა.