მოერიდეთ აგრესიის და ზედმეტი ამბიციების გამოვლენას, რადგან ასე მხოლოდ გარშემომყოფთა გაღიზიანებას გამოიწვევთ.
თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისგან, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა და არჩევანის გაკეთება.
პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს პარტნიორის გრძნობებზე თამაში და მისი სისუსტის ხაზგასმა.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ინფორმაციის მიღებისა და ცოდნის გასაღრმავებლად, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, გარიგებებისა და ფინანსური ხელშეკრულებების გასაფორმებლად, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა, ახალი სამსახურის მოძიება და ახალი თანამშრომლების მიღება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ უჰაერო სივრცეს და სიმძიმის აწევას. არ ღირს ძილის წინ გონების ზედმეტი ინფორმაციით გადატვირთვა. თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ბრონქებს და ფილტვებს, მხრებს და ხელებს.
დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ნარინჯისფერი, ნაცრისფერი და იასამნისფერი, ასევე ტოპაზი, ასევე აკვამარინი, გიაცინტი, ამაზონიტი, ბერილი და ლაბრადორი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის, ლომისა და სასწორისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს და კირჩხიბს.
