LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქორწილო ცეკვა საავადმყოფოში – მედდამ, რომელმაც ორივე ფეხი დაკარგა, პალატაში იქორწინა

23 წლის მედდა, რომელიც 27 მარტს მტრის ნაღმზე აფეთქდა და ორივე ფეხი დაკარგა, საავადმყოფოში დაქორწინდა. ამის შესახებ ინფორმაციას unian ლვოვის პირველი სამედიცინო ასოციაციის ინფორმაციის მიხედვით იტყობინება.

ოქსანა და მისი მეუღლე ვიქტორი ორ შვილს ზრდიან, მაგრამ დაქორწინება მხოლოდ ახლა გადაწყვიტეს. მათ ქორწილი საავადმყოფოს პალატაში აღნიშნეს.

მედდა 27 მარტს, ლისიჩანსკში, ქმართან ერთად გადაადგილდებოდა, როდესაც ნაღმი აფეთქდა და მძიმედ დაშავდა. მან ფეხები და მარცხენა ხელი ოთხი თითი დაკარგა. ახლა ის ლვოვში გადის რეაბილიტაციას და პროთეზებისთვის ემზადება.

ვიდეოში შეგიძლიათ იხილოთ ქალისა და მისი ქმრის საქორწინო ცეკვა. ვიქტორი საყვარელი ქალი ხელში უჭირავს.