LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 წლის დათის დედა: “მადლობა უფალს რომ მეორედ მაჩუქა ჩემი ბიჭი”

თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის დათი ქოქრაშვილი 1-თვიანი ხელოვნური ძილიდან გამოიყვანეს.

ბავშვი კვლავ სტაბილურად კრიტიკულ მდგომარეობაშია.

8 წლის დათი მკურნალობას ამ დროისთვის ისრაელში, კლინიკა SHEBA HOSPITAL-ში აგრძელებს. მას ისრაელში ყოფნისას გუშინ, მე-6 ოპერაცია ჩაუტარდა.

ცოტა ხნის წინ დათის დედამ სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა.

“მადლობა უფალს რომ მეორედ მაჩუქა ჩემი ბიჭი,” – დაწერა ქრისტინე მამუკაშვილმა და დათის პატარაობის ფოტო გამოაქვეყნა.

“ჩვენი სუპერგმირი ამასაც დაძლევს” – შარტავას ქუჩაზე დაშავებული პატარა დათის შესახებ მორიგი ინფორმაცია ვრცელდება

„სუპერ ბიჭი კლინიკაში“ – სოციალურ ქსელში 8 წლის დათის ახალი ფოტო ვრცელდება

„მეუბნებიან, წლები ისე გადის, რომ ასეთი მძიმე პაციენტი არ გვყავსო… ყველასთვის წარმოუდგენელია, ბავშვი ამდენს რომ უძლებს“ – დათის დედის ემოციური ინტერვიუ

„გუშინ გაიღვიძა, მშობლები ნახა, ვერ კონტაქტობს, მაგრამ ემოციებს გამოხატავს“ – შარტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად დაშავებულ ბავშვს ისრაელში გადაიყვანენ