LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

74 წლის ასაკში ცნობილი როკმენი, ვალერი კოჩაროვი გარდაიცვალა

ჯგუფ „ბლიცის“ ხელმძღვანელი, ვალერი კოჩაროვი, რომელიც ბოლო რამდენიმე დღეა კლინიკაში მკურნალობდა, 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მის სახელს უკავშირდება ლეგენდარული The Beatles-ის პოპულარიზაცია საქართველოში.

1989 წელს ლივერპულში, ტრადიციულ კონკურსზე, სადაც საუკეთესო „ბითლზ-ორეულები“ გამოდიოდნენ, ფესტივალის მთავარი ჯილდო „ბითლზის“ საუკეთესო გარეგნული და მუსიკალური მიბაძვისათვის სწორედ მის ჯგუფს „ბლიცს“ მიენიჭა.