მარიუპოლის დრამატულ თეატრზე, რუსი დამპყრობლების მიერ განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 600-მდე გაიზარდა. ამის შესახებ განახლებულ ინფორმაციას Associated Press-ი მათ მიერ ჩატარებული გამოძიების მეშვეობით ავრცელებს.
გამოძიების ფარგლებში ჟურნალისტებმა თეატრის შენობის სამგანზომილებიანი მოდელი შექმნეს. ამისთვის გამოყენებული იყო მოწმეთა ჩვენებები, ასევე შენობის გეგმა, ფოტოები და ვიდეოები.
ყველა მოწმემ განაცხადა, რომ სამზარეულოს ტერიტორიაზე სულ მცირე 100 ადამიანი იმყოფებოდა და ვერცერთი მათგანი გადარჩა. თვითმხილველებმა ასევე განაცხადეს, რომ შენობის შიგნით ოთახები და დერეფნები გადატვირთული იყო, ყოველ სამ კვადრატულ მეტრზე დაახლოებით ერთი ადამიანი იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, 16 მარტს მარიუპოლის დრამატულ თეატრზე რუსულმა ძალებმა თავდასხმა განახორციელეს, სადაც 1000-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.
