რუსეთის ჯარმა ქალაქ დნეპრის ცენტრი დაბომბა. შედეგად დაზიანდა რკინიგზის ინფრასტრუქტურა. ამის შესახებ დნეპრის მერმა, ბორის ფილატოვმა “ტელეგრამის” არხზე დაწერა.
„დაბომბვა პირდაპირ დნეპრის ცენტრში. თავშესაფრებიდან არ გამოვდივართ! ველოდებით ოფიციალურ ინფორმაციას სამხედრო ადმინისტრაციისგან“ , – აცხადებს ფილატოვი.
