LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არავის არავინ არ განუდევნია, რუსები „აზოვსტალში“ არიან, მიმდინარეობს სასტიკი ბრძოლა: სვიატოსლავ პალამარა

უკრაინული მედია „უნიანი“ „აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილე, სვიატოსლავ პალამარზე დაყრდნობით, წერს, რომ „რუსი ოკუპანტები მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე ამ დრომდე იმყოფებიან და სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს“.

მისივე თქმით, „კიდევ ერთხელ: არავის არავინ არ განუდევნია. რუსები ქარხანაში არიან. მიმდინარეობს სასტიკი ბრძოლა“, – განაცხადა პალამარმა.

ცნობისათვის, დღეს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ „უკრაინელმა სამხედროებმა მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხანაში რუსული ჯარები „მოიგერიეს“.

უკრაინელმა სამხედროებმა მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხანაში რუსული ჯარები „მოიგერიეს“: ალექსეი არესტოვიჩი