LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის გამარჯვება ყველა ნორმალური ადამიანისთვის ეჭვგარეშეა – ევროპაში უსაფრთხოება აღდგება: ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის გამარჯვება ყველა ნორმალური ადამიანისთვის ეჭვგარეშეა. ზელენსკი აცხადებს, რომ ევროპაში უსაფრთხოება კვლავ აღდგება.

„ჩვენ მშვიდობა ისევ გვექნება. ჩვენ მას აღვადგენთ. უკრაინის გამარჯვება ყველა ნორმალური ადამიანისთვის ეჭვგარეშეა. ევროპაში უსაფრთხოება აღდგება. მაგრამ ვინც საერთაშორისო სამართალსა და ხელმოწერილ შეთანხმებებს პატივს არ სცემს, როგორც პოლიტიკური, ასევე საქმიანი ურთიერთობის წარმოება უნდა შეწყდეს“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.