LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდის რაიონში 67 წლის კაცი მეზობელმა დაჭრა

ზუგდიდის რაიონის სოფელ ალერტკარში 67 წლის კაცი მეზობელმა დაჭრა. არსებული ინფორმაციით დაპირისპირებას წინ სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა.

გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დაჭრილი კაცი კლინიკიდან უკვე გაწერეს.

„ფორტუნა“ დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.