LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ბაკურაძის ვაჟს 6 წელი შეუსრულდა: „მიყვარხარ შენი სილაღით, სასწაული ადამიანობით, იუმორით…“

მომღერალ სალომე ბაკურაძისა და პროდიუსერ ლაშა ბასლანძის ვაჟი სანტი დღეს იუბილარია. ბედნიერმა დედიკომ შვილის ფოტო გამოაქვეყნა და მას სოციალურ ქსელშ თბილი სიტყვები მიუძღვნა:

„მიყვარხარ, სანტიკო, დე, ყველა შენი სიგიჟით, სილაღით, სასწაული ადამიანობით, გონებით, იუმორით, სითბოთი და სიკეთით. რამდენიც უნდა შევეცადო, იმდენს რომ ვერ ვიტყვი, ამას უკვე მივეჩვიე, აგერ 6 წელია. ჯანმრთელი მყავდე და ბედნიერი, დანარჩენს ყველაფერს ვიზამთ. მიყვარხარ გულის ხეთქვამდე…“