გიორგი მარგველაშვილის სიძე სოსო ყიფშიძე სასამართლოდან გაათავისუფლეს.
ამის შესახებ მისი ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.
პროცესი რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ადვოკატებმა სოსო ყიფშიძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუმდგომლობით მიმართეს მოსამართლეს, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.
“იოსებ ყიფშიძე თავისუფალია! მადლობა გულშემატკივრებს და ჟურნალისტებს. უნდა აღვნიშნო მოსამართლე ლევან გელოვანის კომპეტენტურობა.” – წერს ადვოკატი
