LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მორბენალებმა სპორტქართან რბოლა მოაწყეს

მსოფლიოში ყოველწლიურად ტარდება საქველმოქმედო რბენა -Wings For life World Run, დევიზით – „ირბინე მათთვის, ვისაც არ შეუძლია“. ენთუზიასტები აგროვებენ ფულს ფონდისთვის, რომელიც ზურგის ტვინის ტრავმების კვლევითაა დაკავებული. იმისათვის, რომ 2022 წელს პროექტისთვის კიდევ უფრო მეტი ყურადღება მიეპყროთ, Red Bull-მა უჩვეულო შეჯიბრი მოაწყო, რომელშიც სპორტსმენებმა სარბოლო ავტომობილის გადასწრება სცადეს. აღსანიშნავია, რომ მონაწილეები პროფესიონალი მორბენალები არ ყოფილან.

იმპროვიზებული ტრეკი 800 მეტრს მოიცავდა და შვედი ძმები კევინ და ტიმი ჰანესები 600 ძალის რალი-კროსოვერს Pegaut 208 RX-ს შეეჯიბრნენ.

დისტანცია 4 წრეს მოიცავდა და ყველა მონაწილეს ერთი წრე უნდა გაერბინა.

თუ როგორ დასრულდა უჩვეულო დუელი, ამის ნახვა ვიდეოში შეგიძლიათ.