“თუ რუსეთი მოკლავს სამოქალაქო პირებს ან ჯარისკაცებს, რომლებიც შეიძლება გათავისუფლდნენ, ჩვენ არ შეგვიძლია მათთან დიპლომატიური მოლაპარაკებების წარმოება”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტთან ინტერვიუში განაცხადა.
მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებს დატოვებს, თუ ოკუპანტები ხერსონში ფსევდო – რეფერენდუმს ჩაატარებენ, ასევე, თუკი მარიუპოლის დამცველებს მოკლავენ.
