LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატი ბრეგაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ადამიანები ციხეში არა თუ ისხდნენ, არამედ იდგნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ადამიანები ციხეში არა თუ ისხდნენ, არამედ იდგნენ” – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა.

როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, ნიკა მელიას და მისი თანაპარტიელების მხრიდან პატიმრების უფლებებზე ასეთი საუბარი „ყოვლად მიუღებელია“.

“როდესაც ციხეში ადამიანების მკვლელობებზე საუბრობს ბატონი ნიკა მელია, უნდა ვთქვა ერთი რამ – „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ადამიანები ციხეში არა თუ ისხდნენ, არამედ იდგნენ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, როდესაც ერთ საკანში იყო 30 და 35 ადამიანი და მათ საკანში ჩამოჯდომის საშუალებაც არ ჰქონდათ, არა თუ დაწოლის და ადეკვატური მკურნალობის მიღების,” – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.