პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი facebook-პირად გვერდზე გიგა ბოკერიას შესახებ წერს და არჩევნების პერიოდს იხსენებს.
„ტვ ფორმულაზე ბოკერია ზის და “თხრის” გრიგოლ ვაშაძეს, აქედან დასკვნა თავად გააკეთეთ… და საერთოდ, ყელზე ადგას “ძალა ერთობის ” დროს ( 2018 წელს)საპრეზიდენტო არჩევნებში „ძალა ერთობის“ კანდიდატის კერძოდ ( ნაც მოძრაობის თავმჯდომარე იყო გრიგოლი ) გამარჯვება, ნელ-ნელა „ხელისგულზეა“ ყველაფერი, რა ვქნა ხომ გახსოვთ როგორ ვგულშემატკივრობდი პროცესს, პირდაპირ ვამხელდი ზოგიერთ „ფსევდო ოპოს“ ძალა ერთობის დაშლა უნდა თქო, რადგან ძალა ერთობაში თავად ლიდერი არ და ვერ იყო ბოკერია. ახლა ხომ ყველაფერი ჩანს, ბურჯანაძე რომ ჩაგვისვეს თუ “ჩაგვიდეს“ გაერთიანებულ ოპოზიციას ( უბლოკო სტატუსის ავტორი) და არა მხოლოდ ბურჯანაძე…. პროცესს ასე სჭირდებაო, ეს მავნებლობა იყო რამაც უდიდესი ნიჰილიზმი დათესა ხალხში. ახლა თვალნათლივ ჩანს! “შეენც ბრუტუს“ ?!აი ასეთი სურათია…… და მაინც ყველაფერი, ყველაფერი მაგრა იქნება, სხვაგვარად არ შეიძლება, ჩვენი და ჩვენი ქვეყნის სირცხვილი იქნება, რუსეთის მიერ დაგეგმილი მკვლელობის, მესამე პრეზიდენტის მკვლელობის თანამონაწილეები გავხდეთ, ეს კრახი იქნება ქართული სახელმწიფოსთვის! ეს არ შეიძლება! და ეს ჩვენი გადასაწყვეტია. ძალა ერთობაშია“, – წერს თაკო ჩარიკვიანი.
