LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინა-რუსეთს შორის ტყვეების მორიგი გაცვლა განხორციელდა

უკრაინა-რუსეთს შორის ტყვეების მორიგი გაცვლა განხორციელდა, რის შედეგადაც, უკრაინის 41 მოქალაქე გათავისუფლდა.

უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშუკის განცხადებით, 41-დან 11 ქალია. მისი თქმით, გათავისუფლებულებს შორის არის უკრაინის ერთ-ერთი მართლმადიდებელი ტაძრის წინამძღვარიც.

ცნობისთვის, 2 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, ტყვეთა გაცვლის 9 რაუნდის შედეგად, უკრაინაში დაბრუნდა 320-ზე მეტი მოქალაქე. რუსებს ტყვეობაში ჰყავთ უკრაინის ათასი მოქალაქე, რომელთაგან 500 ქალია.