LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 გარდაცვლილი და რამდენიმე დაშავებული – ისრაელში სავარაუდო ტერაქტის შესახებ წერენ

სამი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე მძიმედ დაშავდა ისრაელის ქალაქ ელადაში, სავარაუდო ტერაქტის შედეგად. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც მედია წერს, 3 გარდაცვლილის შესახებ მედიკოსებმა განაცხადეს, ექიმებისვე ცნობით, დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ისრაელის პოლიციის ოფიციალური პირების თქმით, ელადის მცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ ორი მამაკაცი გამვლელებს თავს ქალაქის პარკში დაესხა. პოლიციამ ორ ეჭვმიტანილის ძებნა დაიწყო და მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე გზა გადაკეტა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ ელადის მცხოვრებლებს საკუთარ სახლებში დარჩენა უბრძანა.