LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: უკრაინის ხალხმა ამირჩია უკრაინის პრეზიდენტად და არა მინი-უკრაინის პრეზიდენტად

“განადგურებული ქალაქი არის იმის მაგალითი, თუ როგორ იყენებს რუსეთი წამებასა და შიმშილს ომის იარაღად”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მარიუპოლში არსებულ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

„ეს არ არის სამხედრო ღონისძიება. ეს არის წამება სიკვდილამდე. ეს არის ტერორიზმი და სიძულვილი. მთელი ქალაქი განადგურებულია. უკრაინას სჭირდება იარაღი და აღჭურვილობა ქალაქის „აზოვსტალის“ ქარხანაზე ბლოკადის გასარღვევად. რუსეთი გააგრძელებს უკრაინაზე თავდასხმას, სანამ მათ ჩვენ არ შევაჩერებთ,“- აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთის ჯარი უნდა გავიდეს, რათა უკრაინამ შეძლოს ყველა ტერიტორიის დაბრუნება.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა არის მინიმუმი, რასაც ის რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმებაში მიიღებს, ზელენსკიმ უპასუხა: „უკრაინის ხალხმა ამირჩია უკრაინის პრეზიდენტად და არა მინი-უკრაინის პრეზიდენტად“.