ცეცხლის შეწყვეტის დროს, რუსმა სამხედროებმა ტანკსაწინააღმდეგო მართვადი იარაღის გამოყენებით, აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე ავტომობილს დაარტყეს. ინფორმაცია “აზოვის” ტელეგრამ არხზე ვრცელდება.
მათივე ცნობით, აღნიშნული მანქანა ქარხნიდან ევაკუაციის მიზნით, მშვიდობიანი მოსახლეობისკენ მოძრაობდა. სროლის შედეგად დაიღუპა ერთი მებრძოლი და დაიჭრა ექვსი.
„აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დროს რუსებმა, რომლებიც ტანკსაწინააღმდეგო სისტემებიდან ისროდნენ, მოახვედრეს საევაკუაციო მანქანას, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართულებით მოძრაობდა. სროლის შედეგად დაიღუპა ერთი მებრძოლი და დაიჭრა ექვსი“, – ნათქვამია განცხადებაში.
