LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

18 წლის ვიაჩესლავის დედა მის თვალწინ გარდაიცვალა, ის ოთხ და-ძმას მარტო ზრდის – დედა იმავე ადგილას დამარხეს, სადაც დაიღუპა

უკრაიანში ომის დროს 18 წლის ვიაჩესლავის დედა მის თვალწინ გარდაიცვალა. ახლა ის ორ ძმას და ორ დას მარტო ზრდის.

ომამდე 18 წლის ვიაჩესლავი 37 წლის დედასთან – მარინასთან, ორ უმცროს დასთან და ორ ძმასთან ერთად დონეცკის რაიონის სოფელ ვერხნეტორეცკოეში ცხოვრობდა.

იმ დღეს იგი დედასთან ერთად სახლში ბრუნდებოდა, როცა მათ გვერდით ორი ჭურვი ერთმანეთის მიყოლებით ჩამოაგდეს.

„პირველი ჭურვი ჩვენგან ათიოდე ნაბიჯში ჩამოვარდა. დავინახე, როგორ ჩამოვარდა. დედა დაწვა, მე დავჯექი. დედა ჩემ გვერდით იყო, ძალიან ახლოს.

თვალებს ვახელ, დედა გვერდზე წევს. მისი ბოლო სიტყვები იყო: „ ყველაფერი კარგად მაქვს“. – იხსენებს ვიაჩესლავი.

ვიაჩესლავის დედამ ძალიან ბევრი ჭრილობა მიიღო, ის წავიდა დახმარების მოსაძებნად, მაგრამ უკვე გვიანი იყო.

“სახლში შევედი და ბავშვები მიხვდნენ ყველაფერს. მხოლოდ ნიკოლმა მკითხა, შეიძლებოდა თუ არა მისი გადარჩენა? მე გავაკეთე ყველაფერი, რაც შემეძლო”, – ამბობს ბიჭი.

ბავშვებმა დედა იმავე ადგილას დამარხეს, სადაც დაიღუპა.

„ველოდებით დროს, როდესაც ყველაფერი ჩაწყნარდება, რომ ნორმალური საფლავი გავაკეთოთ“. – ამბობს ვიაჩესლავი.

მჯერა, რომ ის ახლა ჩვენთანაა. ამბობს ვიაჩესლავი.