რუსეთ-უკრაინის ომი როდის დამთავრდება არავინ იცის. ომის ისტორიები კიდევ დიდხანს შეგვახსენებს ამ მძიმე დღეებს. უკრაინული მედია წერს 15 წლის უკრაინელ გოგონაზე,
რომელმაც 30 კმ მანქანა ატარა. რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს და დაიჭრა, მაგრამ დანაღმული ტერიტორიიდან კიდევ რამდენიმე ადამიანი მძიმე დაზიანებებით გამოიყვანა.
„მანქანით მოვდიოდით, რუსებმა გვესროლეს. მანქანაში ასევე სამი მამაკაცი და ერთი ქალი იყო.
ერთი მამაკაცი ძალიან მძიმედ დაიჭრა. მომიწია, რომ საჭესთან დავმჯდარიყავი. გვერდი ავუარეთ ქალის ცხედარს. გავიარე დანაღმული ადგილი. ნაღმები ჭადრაკული განლაგებით იყო, მაგრამ როგორღაც მოვახერხე გავლა.
ტყვია მოხვდა აკუმულატორს, ფეხებში დავიჭერი, გამიჭირდა, ძალიან მტკიოდა, მაგრამ სადამდეც შევძელი, მივდიოდი.“ – ჰყვება რუსების ტყვიას გადარჩენი გოგონა.
