გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის ინფორმაციით, მეორე დღეა რუსული ძალები მარიუპოლში „აზოვსტალის“ ქარხანაზე სახმელეთო შეტევას აგრძელებენ. შეტევა ხდება იმის მიუხედავად, რომ რუსეთის თავდაპირველი განცხადებით, ისინი „აზოვსტალის“ ქარხნის დახურვას შეეცდებოდნენ.
უკრაინის გენშტაბი: რუსებმა აზოვსტალის რაიონზე საჰაერო თავდასხმა განაახლეს
დაზვერვიც ცნობითვე, რუსეთი ყველანაირად შეეცდება მარიუპოლში გარკვეულ წინსვლას 9 მაისამდე მიაღწიოს, რათა მე-2 მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს სიმბოლური წარმატება აღნიშნოს.
„მარიუპოლში რუსეთის ძალისხმევა პერსონალის, აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის დანაკარგების ხარჯზე მოხდა. სანამ უკრაინული წინააღმდეგობა გრძელდება „აზოვსტალში“, რუსული დანაკარგები კვლავ გაიზრდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
