LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,თავაწეულები ვართ” – ქართველი მომღერლები სოსო პავლიაშვილი და გრიგორი ლეპსი რუსულ ჯარს სიმღერას უძღვნიან

სოსო პავლიაშვილი და გრიგორი ლეპსი კვლავ რუსული პროპაგანდის წინა ხაზზე დგანან.

ამჯერად მათ ახალი სიმღერა ჩაწერეს და მისი პრემიერა 9 მაისს დაამთხვიეს.

ქართული წარმოშობის მომღერლები ამბობენ, რომ ესაა სიმღერა ომის ვეტერანებზე, ახლა მეომარ რუს ჯარისკაცებზე:

,,თავაწეულები ვართ, ვამაყობთ”, –  წერენ მუსიკოსები ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ,,ტელეგრამზე” გავრცელდა.