LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს ნაციზმმა კვლავ წამოყო თავი და ცდილობს დანერგოს თავისი ბარბაროსული, არაადამიანური წესები: პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება  ე.წ დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკებს, პოსტსაბჭოთა ქვეყნებსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს მიულოცა და განაცხადა, რომ მათ ნაციზმის დაბრუნება არ უნდა დაუშვან.

„დღეს ნაციზმმა კვლავ წამოყო თავი და ცდილობს დანერგოს თავისი ბარბაროსული, არაადამიანური წესები. ჩვენი წმინდა ვალია, არ დავუშვათ მათი იდეური შთამომავლების რევანში, ვინც დამარცხდა დიდ სამამულო ომში“, – წერს პუტინი მილოცვის ტექსტში.

ვლადიმერ პუტინი ამ მისალოც წერილში მიმართავს აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, უზბეკეთის, ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის, ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის სახალხო „რესპუბლიკებს“, ასევე საქართველოს და უკრაინას.

ჩამოთვლილ ქვეყნებს პუტინმა მეორე მსოფლიო ომის შესახებ “სწორი ინფორმაციისა და ძმური მეგობრების ტრადიციების შემონახვისკენ” მოუწოდა.