საქართველოს პარლამენტთან აქცია მიმნდინარეობს სახელწოდებით „რუსული ნაციზმის წინააღმდეგ“.
აქციას უკრაინული ახალგაზრდული ორგანიზაცია „Svitanok“-ის წევრები, პარტია „დროას“ და სამოქალაქო მოძრაობა „დემოკრატიის მცველების“ წარმომადგენლები მართავენ.
„8 მაისს ჩვენ უნდა გავერთიანდეთ მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან და პატივი მივაგოთ მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთა ხსოვნას და ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ძალადობა და სისასტიკე უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ნაცისტური პოლიტიკის კიდევ უფრო დიდი გამოვლინებაა. რუსეთი აცხადებდა ნაციზმზე გამარჯვებას მეორე მსოფლიო ომში, რომელიც აღინიშნება 9 მაისს, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ რუსეთის გამარჯვების დღე არ არის, არსებობს მხოლოდ რუსეთის სირცხვილის დღე!“ – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
