LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა

მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთა პატივსაცემად და უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის შესახებ, ასევე ქვეყნის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების გასამართად გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა.

სოციალურ ქსელ “ტვიტერზე“ ვრცელდება გერმანიის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის ოფიციალური ვიზიტის ამსახველი ფოტოებიც, სადაც ჩანს, რომ ის უკრაინის პრემიერ-მინისტრს დენის შმიგალს შეხვდა.