უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, წინაპრებმა დაამტკიცეს, რომ “ვერავითარი ბოროტება ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, ვერ დაიმალება ბუნკერში”.
მისი თქმით, უკრაინის დროშა კიდევ ერთხელ აღიმართება დროებით ოკუპირებულ ქალაქებსა და სოფლებზე.
“სიმართლე გაიმარჯვებს და ჩვენ ყველაფერს დავძლევთ. ამის მტკიცებულებაა ყოფილი შტაბი და ჰიტლერის ბუნკერი ვინიცასთან ახლოს. მხოლოდ რამდენიმე ქვაა ნანგრევები დარჩენილი მათგან, ვინც თავს დიდად და დაუმარცხებლად თვლიდა.
ისევ მშვიდობა იქნება – ბოლოს ისევ. ჩვენ დავძლევთ ზამთარს, რომელიც 24 თებერვალს დაიწყო და 8 მაისს გრძელდება, მაგრამ ის აუცილებლად დასრულდება და მას უკრაინული მზე დაადნობს”, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
