ლუგანსკის სამხედრო ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, სოფელ ბელგოროვკაში რუსეთის მიერ სკოლის შენობაზე განხორციელებულ საჰაერო დარტყმას სულ მცირე 60 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„სავარაუდოდ, შენობების ნანგრევებში დარჩენილი 60-ვე ადამიანი დაიღუპა. ეს არის „რუსული სამყაროს“ ნამდვილი სისასტიკე: სკოლის ცინიკური დაბომბვა, რომელიც თავშესაფარია, ბავშვების მკვლელობა პრივოლიეში. რუსებისთვის სულ ერთია, ვის მოკლავენ. არ შეუძლია სამხედროს მოკვლა – დაუცველ ბავშვს მოკლავს”, – წერს გაიდაი.
