რუსი ოკუპანტების მიერ ლუჰანსკის სოფელ ბელოგოროვკაში სკოლის დაბომბვის შედეგად სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სკოლის შენობიდან, რომელსაც 100-მდე ადამიანი აფარებდა თავს, სულ მცირე 2 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. უწყების ცნობით, დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.
რუსი სამხედროები ლუჰანსკის სოფელ ბელოგოროვკას თავს დაესხნენ. ოკუპანტებმა სკოლის შენობაზე, რომელსაც თავს 100-მდე ადამიანი აფარებდა, ბომბი ჩამოაგდეს. ლუჰანსკის ადმინისტრაციის წარმომადგენელის ინფორმაციით, შენობის ნანგრევებიდან 30 ადამიანი გამოიყვანეს.
