LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკიმ პოლკოვნიკ ოლეგ გეგეჭკორს უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა, 216 სამხედრო მოსამსახურე კი დააჯილდოვა 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების 216 სამხედრო მოსამსახურე დააჯილდოვა. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ტრადიციულად საღამოს მოვაწერე ხელი ბრძანებებს ჩვენი დამცველების დაჯილდოების შესახებ. სახელმწიფო ჯილდოები გადაეცა უკრაინის შეიარაღებული ძალების 216 სამხედრო მოსამსახურეს. უკრაინის გმირის წოდება მიენიჭა პოლკოვნიკ ოლეგ გეგეჭკორს, სიკვდილის შემდეგ“,- განაცხადა ზელენსკიმ.