აჭარის მთავრობის სახლთან გუშინ აქციაზე დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ 25 წევრიდან დღეს მოსამართლემ 11 პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.
ასევე, ხელწერილის საფუძველზე დღეს დილით გათავისუფლდა კიდევ 2 პირი – ხათუნა ბერიძე და ეკა ზარია.
დაკავებულების ნაწილის სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გუშინ აჭარის მთავრობის სახლთან, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით გამართულ აქციაზე დააკავეს. დაპირისპირება პოლიციელების მხრიდან აქციის მონაწილეების მიერ გაშლილი კარვების აღებას მოჰყვა.
