LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

არ ღირს საკუთარი თავის შეზღუდვა და დამატებითი ვალდებულებებით დატვირთვა.

კარგი დღეა ძველი ნივთებისა და ძველი ურთიერთობებისგან განთავისუფლებისთვის.

პარტნიორული ურთიერთობა – მოერიდეთ ზედმეტი პრეტენზიის გამოთქმას, რადგან ასე მხოლოდ დაძაბავთ ურთიერთობას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ახალი საქმის დაწყებისა და ახალი სამსახურის მოსაძიებლად, ანტიკვარული და ძვირფასი ნივთების შესაძენად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ფინანსური გარიგებები და ხელშეკრულებების გაფორმება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. დროებით შეიკავეთ თავი ხორციანი კერძების და ტკბილეულის მირთმევისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს და ხერხემალს. კარგი დღეა თვალების და ნერვული სისტემის სამკურნალოდ.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ბეჟი და ნარინჯისფერი, ასევე ბრილიანტი, მთის ბროლი, სერდოლიკი, სარდიონი და ქარვა გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისთვის, სასწორისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს და მორიელს.