LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ნაწვიმარ გზაზე მოცურდა – ერთი ადამიანი დაიღუპა ავარიის შედეგად ახალციხესთან

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნისთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა.

მაღალი სიჩქარით მომავალი მანქანა საპირისპიროდ მოძრავ BMW-ს მარკის ავტომანქანას შეეჯახა.

თვითმხილველების თქმით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ნაწვიმარ გზაზე მოცურდა. შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მძღოლი გარდაცვლილი დახვდა.

დაშავებულთაგან ერთი გადაყვანილია იმედის კლინიკაში, სამმა კი ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა.

გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.