აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიიდან ევაკუაციის დროს დამპყრობლებმა ქალი 4 წლის ქალიშვილს გამოაშორეს. ამის შესახებ ინფორმაცია Telegram-ში სხვადასხვა არხებზე, მარიუპოლის საკრებულოზე დაყრდნობით ვრცელდება.
„ყურადღება, აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიიდან ბოლო ევაკუაციის დროს დამპყრობლებმა გამოიყვანეს ქალი და მისი პატარა 4 წლის ქალიშვილი ალისა. დედა დარჩა ფილტრაციის ბანაკში დონეცკის ტერიტორიაზე. დღეს, დედის დღეს, მხოლოდ ბავშვმა მიაღწია დანიშნულების ადგილს ზაპოროჟიეში, დედის ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია! მსოფლიო საზოგადოებას ვთხოვთ ჩაერიოს და დედა შვილს დაუბრუნოს“ – იუწყება მარიუპოლის საკრებულო.
ალისა „აზოვსტალის“ ქარხანაში“ შეფარებულებს შორის ერთ-ერთის, რომლის ვიდეოც ბევრმა ნახა. გოგონა მაშინ ევაკუაციას ითხოვდა.
