LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ 2 600-ზე მეტ რუს და ბელარუს სამხედროებსა და ოფიციალურ პირებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2600-ზე მეტ რუს და ბელარუს სამხედროებზე სავიზო შეზღუდვებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი ენტონი ბლინკენი ,,ტვიტერის” გვერდზე ავრცელებს.

,,რუსულმა ძალებმა უკრაინაში ომის დანაშაულები ჩაიდინეს, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს და შექმნეს ჰუმანიტარული კატასტროფა. საპასუხოდ, სახელმწიფო დეპარტამენტმა 2600-ზე მეტ რუს და ბელარუს სამხედროებსა და სხვა ოფიციალურ პირებს პასუხისმგებლობის დაკისრების ხელშეწყობის მიზნით, სავიზო შეზღუდვები დაუწესა”, – წერს ბლინკენი.