LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესმერალდა: რონალდოებმა ბავშვს სახელი შეურჩიეს

ცნობილია კრიშტიანო რონალდოს და ჯორჯინა როდრიგესის ახალშობილი ქალიშვილის სახელი.

როგორც ფეხბურთელის ცხოვრების თანამგზავრმა აცნობა, გოგონას ბელა ესმერალდა დაარქვეს.

კრიშტიანოსა და ჯორჯინას ქალიშვილი სამყაროს 18 აპრილს მოევლინა. წყვილი ტყუპებს ელოდებოდა, მაგრამ ბიჭი ვერ გადაარჩინეს.

ბელა ესმერალდა 37 წლის რონალდოს მეხუთე შვილია.