LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპუაშვილი: ვინმეს ეჭვი გეპარებათ ნინო წილოსანის პატრიოტიზმში? ვის ეპარება ეჭვი?

ვინმეს ეჭვი გეპარებათ ნინო წილოსანის პატრიოტიზმში? ვის ეპარება ეჭვი? – იმ ხალხს, რომლებმაც „ნაციონალური მოძრაობიდან“ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვეს? თუ იმ მედიის წარმომადგენლებს ეპარებათ ეჭვი, რომლებიც ომის მიმდინარეობის პერიოდში დეზინფორმაციის გავრცელებით არიან დაკავებულები? – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლების კითხვას უმრავლესობის დეპუტატის, ნინო წილოსანის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, რუსეთისგან „თუ არ ჩავთვლით ძირითად ტრაგედიას, ოკუპაციას, ნამდვილად არ ახსენდება ისეთი შეურაცხყოფა, რომელიც უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების მხრიდან მოგვადგა“.

როგორც პაპუაშვილი აცხადებს, ასეთი პროპაგანდისტული კამპანიის მიზანია იმის წარმოჩენა, თითქოს საქართველოს ხელისუფლება პატრიოტული ხელისუფლება არ არის.

„სინამდვილეში, ჩვენ ვხედავთ პროპაგანდას, ისტერიას, რომლის ერთადერთი ინტერესი არის წარმოაჩინონ, თითქოს „ქართული ოცნება“ არის რუსული პროექტი, ეს არის კინო, რომელსაც 10 წელია ვუყურებთ. ამ კინოს ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ხალხმა წაართვა ძალაუფლება და უნდა ეს ძალაუფლება დაიბრუნოს. 10 წელია სხვა არაფერი აქვთ სალაპარაკო გარდა იმისა, თითქოს „ქართული ოცნება“ ეს არის რუსული პროექტი. ვერაფერს ამ კუთხით ვერ ამბობენ და ამას ცდილობენ, რაღაცნაირად, ფრაზების ამოჭრით.

მანიპულაცია სწორედ იმაში გამოიხატება, რომ არის მცდელობა კონტექსტიდან ამოგლეჯით და ადამიანების სიტყვებზე გამოჭერით. ეს იყო კონტექსტიდან ამოგლეჯილი მანიპულაცია. სხვა არაფერია პროპაგანდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

თუ არ ჩავთვლით ოკუპაციას, ისეთი შეურაცხყოფა, როგორიც უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების მხრიდან მოგვადგა, ნამდვილად არ მახსენდება: ნინო წილოსანი

ცნობისთვის, “ქართული ოცნების” დეპუტატმა გუშინ, მანიპულაცია უწოდა გავრცელებული განცხადების ფორმულირებას.

“მოჭერით და დადეთ თუ სადმე ასეთი საოცრება ვთქვი” – ნინო წილოსანი განმარტებას აკეთებს