LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Mercedes-Benz-მა და რეპერმა Will.i.am-მა სპორტქარი შექმნეს

ცნობილი ჯგუფის The Black Eyed Peas-ის ლიდერმა will.a.am-მა Mercedes-Benz-თან ერთად საერთო პროექტი მოამზადა – კონცეპტუალური კუპე, რომელიც ტუნინგ ატელიე West Coast Customs-მა ააგო. სიახლე ჰიბრიდული ლიფტბეკის Mercedes-AMG GT 65 S E Performance-ის აგრეგატზეა აგებული.

კონცეპტს სახელად The Flip უწოდეს და საზოგადოებამ ის მაიამიში ფორმულა-1-ის გრან პრიზე იხილა. შოუ-ქარის დიზაინის თავისებურებაა კარი (ორი ცალი), რომელიც მოძრაობის საწინააღმდეგო მხარეს იღება. ასევე გრძელი კაპოტი და სახურავზე გამჭვირვალე სექცია, ვინტაჟური საბურავის დისკები.

ლოგოტიპი დათვის თავის სახისაა და ის თავად will-i.am-მა შექმნა, რეპერმა სპეციალური სავაჭრო სახელი „Bear Withness“-იც კი მიიღო. ამ ბრენდის ქვეშ რეპერმა ტანსაცმლისა და აქსესუარების შეზღუდული კოლექციაც გამოუშვა.

The Flip მოძრაობაში ბიტურბო V8-ს და ორ ელექტროძრავს მოჰყავს, აგრეგატის სიმძლავრე 843 ცხენის ძალაა. ჰიბრიდს პირველი 100 კმ-ს განვითარება 2,9 წამში შეუძლია და მხოლოდ ელექტროენერიით 12 კილომეტრს გადის.