LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის დაზვერვა: როგორც ჩანს, ვლადიმერ პუტინი ხანგრძლივი კონფლიქტისთვის ემზადება

აშშ თვლის, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ხანგრძლივი კონფლიქტისთვის ემზადება.

„როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის დაზვერვის მაღალჩინოსნებმა სენატში მოსმენისას განაცხადეს.

„ჩვენი შეფასებით პრეზიდენტი პუტინი ემზადება უკრაინაში ხანგრძლივი კონფლიქტისთვის, რომლის დროსაც ის კვლავ აპირებს დონბასის მიღმა არსებული მიზნების მიღწევას. რეალობის გათვალისწინებით, პუტინი აწყდება შეუსაბამობას მის ამბიციებსა და რუსეთის ამჟამინდელ კონვენციურ სამხედრო შესაძლებლობებს შორის. მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში შეიძლება ვიაროთ უფრო არაპროგნოზირებადი და პოტენციურად ესკალაციური ტრაექტორიით“, – განაცხადა ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ჰეინსმა.

მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კვლავ ცდილობს შექმნას „სახმელეთო ხიდი“ დონბასის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორია დნესტრისპირეთს შორის.