„აზოვსტალის“ მებრძოლთა ოჯახის წევრებმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს მიმართეს.
ერთ-ერთი მებრძოლის ოჯახის წევრის თქმით, აზოვსტალში“ აპოკალიპტური მდგომარეობაა.
„მივმართავ ძლიერ ადამიანებს, მათ შორის თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს – გთხოვთ, დაგვეხმარეთ ჩვენი მებრძოლების გადარჩენაში. ჩემი მეუღლე ყოველდღე მიგზავნის ომის ჩანაწერებს, ჩვენ ვიცით, იქ რა ხდება. ჩემი მეუღლე ამას ერთი სიტყვით აღწერს – აპოკალიფსი. დღეს მარიუპოლი 21- ე საუკუნის უდიდესი ჭრილობა და ტრაგედიაა“, – განაცხადა ერთი-ერთი მებრძოლის მეუღლემ.
ისინი თურქეთის პრეზიდენტს მოუწოდებენ, გააგზავნოს სამოქალაქო გემი, ყოველგვარი იარაღის გარეშე და წამოიყვანონ იქ დარჩენილი მებრძოლები.
„ყველას ესმის რომ ომია, მაგრამ რაც „აზოვსტალში“ ხდება, ომი არ არის, ეს სასაკლაოა. ვითხოვთ ჩვენი ოჯახის წევრების გამოყვანას. გვჭირდება გმირი, რომელსაც ექნება საკმარისი პოლიტიკური გამბედაობა, რომ ეს პროცედურა განახორციელოს. პოლიტიკური კუთხით თუ შევხედავთ ამ საკითხს და გეოგრაფიულად, ასეთი ქვეყანა შეიძლება, იყოს თურქეთი და ასეთი გმირი შეიძლება, იყოს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი. მივმართავ მას, როგორც კაცი კაცს, როგორც მამა მამას, გთხოვთ, დამიბრუნეთ ჩემი შვილი.
ბატონო ერდოღანო, თქვენ გაქვთ ეს ისტორიული შესაძლებლობა, რომ გახდეთ ადამიანი, ვისი სახელიც ჩაიწერება ისტორიაში, როგორც გმირი“, – განაცხადა „აზოვსტალის“ ერთ-ერთი მებრძოლის ოჯახის წევრმა.
