“დასავლური ქვეყნების ელიტები თავიანთი გლობალური ბატონობის შესანარჩუნებლად მზად არიან მსხვერპლად შესწირონ დანარჩენი მსოფლიო”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, დასავლეთის “სანქციებით შეპყრობის” გაგრძელება აუცილებლად გამოიწვევს “ყველაზე რთულ, გადაუჭრელ შედეგებს” როგორც ევროკავშირისთვის, ასევე მსოფლიოს ყველაზე ღარიბი ქვეყნებისთვის.
“დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გლობალური კრიზისის პროვოცირებას ახდენს.
მათი ავტორები, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ წინდაუხედავი, გაბერილი პოლიტიკური ამბიციებით, რუსოფობიით, უფრო მეტ დარტყმას აყენებენ საკუთარ ეროვნულ ინტერესებს, საკუთარ ეკონომიკას, მოქალაქეების კეთილდღეობას. ამას ჩვენ ვხედავთ, პირველ რიგში, ევროპაში ინფლაციის მკვეთრ ზრდაში“, – განაცხადა პუტინმა.
