რუსი მუსიკოსი, ჯგუფ „ლენინგრადის“ სოლისტი, სერგეი შნუროვი ტატიანა ტოლსტოის გადაცემის სტუმარი იყო და რუსულ კულტურაზე ისაუბრა. მუსიკოსის თქმით, ახლა ყველა ხელოვანს ორი არჩევანი აქვს – ან გაჩუმდეს, ან ღიად გახდეს მხარე.
,,როცა რაღაცის აკრძალვას იწყებ, მის მიმართ ინტერესი ორმაგდება. ამიტომ, დაე აკრძალონ რუსული კულტურა და ხელოვნება. დაბლოკეთ რუსული კულტურა? ახლა დაგველოდეთ! ნუ უყურებთ რუსულ ფილმებს, ნუ უსმენთ რუსულ მუსიკას“ – აცხადებს შნუროვი.
ჯგუფ „ლენინგრადის“ ლიდერი ამბობს, რომ რუსეთი ევროპული ცივილიზაციის ნაწილია და მსოფლიოს ამასთან შეგუება მოუწევს.
